შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მოსტკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს. 1947-1949წწ. მუშაობდა ლენინგრადის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ცვლის ინჟინრად; 1950-1964წწ. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ; 1965-1973წწ. იყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" პროექტის მთავარი ინჟინერი და განყოფილების გამგე; 1978 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრონაგებობათა კათედრის პროფესორი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.428-429
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |