Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მოსტკოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს. 1947-1949წწ. მუშაობდა ლენინგრადის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ცვლის ინჟინრად; 1950-1964წწ. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ; 1965-1973წწ. იყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენის" პროექტის მთავარი ინჟინერი და განყოფილების გამგე; 1978 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდრონაგებობათა კათედრის პროფესორი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.428-429
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |