Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ მურვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-6 სახელოსნოში არქიტექტორად; 1969 წლიდან ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო; 1973 წლიდან მთავარი არქიტექტორი; 1973-1977წწ. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1993 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის არქიტექტურის კათედრაზე; 1997 წელს მონაწილეობდა ბურსაში (თურქეთი) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე; არის აჭარის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; აღსანიშნავია, რომ სტუდენტობის წლებში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცნობილი საესტრადო ორკესტრის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებელი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.433 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |