Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ ჭანუყვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მეთაურობდა აჯანყებულთა ერთ-ერთ დიდ რაზმს ოზურგეთის რაიონში. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა საფრანგეთში. 1930 წლის 7 დეკემბერს, პარიზში, იტალიის მოედანზე, რევოლვერიდან ორი გასროლით მოკლა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნოე რამიშვილი. პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა. ქართველი ემიგრანტები პარმენ ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ, თუმცა სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კომუნისტი არ იყო და თავისი მოქმედება ახსნა ნოე რამიშვილისადმი პირადი მტრობით. პარმენ ჭანუყვაძე რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ გაათავისუფლა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეფის არმიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერი (1921-1924), გურიის ანტისაბჭოთა შეიარაღებული პარტიზანული რაზმის წევრი (1921-1924), 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org; kvirispalitra.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |