The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ნადირაძე

გია ნადირაძე
Date of birth:28 April, 1942  (82 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1965 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში, დაწყებული არქიტექტორის თანამდებობიდან დამთავრებული საპროექტო ორგანიზაციის დირექტორობამდე; არის მაღალი რეალიზირებული პროექტის შენობის ავტორი თბილისში, ბათუმში, კისლოვოდსკში, ესენტუკში და სოჭში; ასევე, საცხოვრებელი სახლები: ჩიტაძის N11, საირმის გორაზე, მეტეხის პლატოზე, შავთელის და ჩახრუხაძის ქ-ის განაშენიანება, სასტუმრო ვერცხლის ქ. 39 (ქ. თბილისში), სასტუმროები მცხეთაში, კვარიათში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები კლდიაშვილის 26 და ნუროლის საცხოვრებელი სახლი (ქ. ბათუმში), საბაგირო გზა სოჭში, რესტორნები ესენტუკში და კისლოვოდსკში; არის მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული; 1994 წლიდან მრავალი გამარჯვებული სტუდენტის საკურსო, სადიპლომო ნაშრომის და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ხელმძღვანელი იყო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.447-448

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1967-)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1989-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1978-)

Awards and Honors

  • რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი

Share: