The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პახომ ნაკაიძე

პახომ ნაკაიძე
Date of birth:28 May, 1914
Date of death:1987  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1959წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1959-1963წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამმართველოს უფროსად; 1963-1967წწ. N9 სამშენებლო ტრესტისა და 1967-1972წწ. N10 სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" მმართველად; 1972-1977წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობისა და 1977-1987წწ. მომარაგება-გასაღების სამმართველოების უფროსად; მონაწილეობდა ქ. თბილისის საცხოვრებელ მასივებში საცხოვრებელი მიკრორაიონების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამრეწველო დანიშნულებისა და ჯანდაცვის ობიექტების, შიდა ქართლის ზონაში საცხოვრებელი სახლების, გორისა და აგარის საკონსერვო, სურამის მინის ტარის ქარხნების, სასტუმროების (ბორჯომსა და ბაკურიანში) მშენებლობაში; დიდი ამაგი მიუძღვის N10 სამშენებლო ტრესტის "მაღლივმშენად" გარდაქმნა-ჩამოყალიბების საქმეში, აქტიურად იყო ჩართული უახლესი კონსტრუქციული გადაწყვეტების დამუშავებასა და ახალი ტიპის მაღლივი საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.449-450

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: