The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიაზ ნანავა

ნიაზ ნანავა
Date of birth:15 November, 1949  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1968-1972წწ. ეწეოდა შრომით საქმიანობას ჯერ მუშად, ხოლო შემდგომ სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1975-1992წწ. სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიცაა ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის რეკონსტრუქცია, ფოთისწისქვილკომბინატის, მრავალსართულებიანი საცხოვრებელი სახლების, მალთაყვის საწყალოსნო-სათხილამურო კომპლექსის, ჩაის გადამამუშავებელი კომბინატის, ილია მართლის სახელობის ნაბადის ეკლესიის და სხვა; 1992-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "სათნოს" მთავარ ინჟინრად; 1998 წლიდან დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.450

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი (1999-)

Share: