Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კერესელიძე![]()
Biography1908 წელს, კინოში მოღვაწეობა თბილისის კინოთეატრში კინომექანიკოსობით დაიწყო. 1910-1912წწ. მუშაობდა სოფიო ივანიცკაიას ლაბორატორიასა და გამქირავებელ კანტორაში ლაბორანტის თანაშემწედ და მექანიკოსად, 1912-1916წწ. მოსკოვში, ა. დრანკოვის კინოფაბრიკის ლაბორანტად, 1924-1925წწ. საქართველოს "სახკონმრეწვის" ლაბორატორიაში ლაბორანტად, შემდეგ წლებში ქრონიკალურ-დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ოპერატორად. გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი ფილმისა "კავკასიის დამორჩილება" (ლ. ჩერნი, 1913). დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა "გოგი რატიანი" (ს. ზაბოზლაევთან ერთად / კ. მარჯანიშვილთან, 1927), "ელისო" (ნ. შენგელაია, 1928), "უგუბზიარა" (ა. დიღმელოვთან ერთად /დ. რონდელი, 1930), "განწირულნი" (ლ. პუში, 1930), "ჰასანი" (ნ. ბაშთან ერთად /კ. მიქაბერიძე, 1932), "მდინარის გაღმა" (ზ. ბერიშვილი, 1935). მუშაობდა დოკუმენტურ კინოში. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |