Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენო ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1979-1986წწ. N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1986-1991წწ. იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1991 წლიდა N3 ტრესტის მმართველად; სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის VI და VIII კორპუსების, N5 სამშობიარო სახლის, N1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიისა და გინეკოლოგიის კორპუსების, სამთო ინსტიტუტისა და სატყეო მეურნეობის, გლდანის რაიაღმასკომისა და რაიკომის შენობების, "საქმშენის" ბაზის (საბურთალოზე), ორგანული ქიმიის საწარმოო კორპუსის, სისხლის გადასხმის ცენტრის (ქავთარაძის ქუჩაზე) მშენებლობაში; მისი მონაწილეობით აშენდა ცენტრალური არქივისა (ვაჟა-ფშაველაზე) და კავშირგაბმულობის (რუსთაველზე) შენობები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი (ნუცუბიძის ქუჩაზე), სპორტულ ნაკეთობათა და ქსოვილების ფაბრიკები, ფაბრიკა "დინამო", ელექტროგამომთვლელი მანქანების (მუხიანში), ტელევიზორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ქარხნები, "ბავშვთა სოფელი" (ნუცუბიძის მე-4 მკ/რაიონში), უნივერსიტეტის II კორპუსი, პოლიკლინიკა (ვაჟა-ფშაველაზე), სკოლები, საბავშვო ბაღები (თბილისის სხვადასხვა რაიონებში) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.462-463 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |