Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ოდიშარია![]()
Biographyდაბადების ადეგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" არქიტექტორად; 1964 წლიდან თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; იყო მრავალი ექსპერიმენტული და ინდივიდუალური პროექტის ავტორი და თანაავტორი; მათ შორის: ექიმთა დახელოვნების ს/კ ინსტიტუტის (თბილისში), ორდარბაზიანი დრამატული თეატრის (ქ. მახაჩყალაში), სამხარეო მუზეუმის (ქ. მაიკოპში), 2000-ადგილიანი პანსიონატის (ქ. ნებუგში, ტუაფსეს რაიონი), უნივერმაღის (ქ. კასპიისკში), 506-ადგილიანი (ქ. ნოვოროსიისკში), 818 და 824-ადგილიანი სასტუმროების (ქ. თბილისში, ვ. ბაგრატიონის ქუჩაზე, თემქის დასახლებაში), ქ. ქუთაისის ცენტრის რეკონსტრუქციის საკონკურსო პროექტის (აღინიშნა პრემიით) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.465 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |