The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ოკუჯავა

გივი ოკუჯავა
Date of birth:1 July, 1917
Date of death:1983  (at 65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. კალიმაში, ოქროს საბადოებზე გამზომად, მარკშეიდერად; 1947 წელს მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უფროს ინჟინრად; 1947-1949წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ უჯარმის ჰესის მშენებლობაზე; 1951-1954წწ. სიონის ჰესის მშენებლობაზე; 1957-1960წწ. მშენებლობის სამმართველოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1960-1961წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მთავარი ინჟინერი; 1961-1965წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" სამრეწველო პროექტირების განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1966-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1968-1971წწ. ამავე სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1971-1977წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილედ; 1978-1983წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" პროექტის მთავარ ინჟინრად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.468

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: