Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტისლავ ლაპინსკი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის მე-4 გიმნაზია 1921 წელს. 1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვის"კინოლაბორატორიაში. 1928-1929წწ. იყო ოპერატორ სერგეი ზაბოზლაევის ასისტენტი კოტე მარჯანიშვილის ფილმებზე "ამოკი" და "კრაზანა"; 1929-1931წწ. - მეორე ოპერატორი ფილმებზე: "თეთრი მხედარი", "ჯიმ შვანთე!". დამოუკიდებლად გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური სიუჟეტი. კინოში ხმის მოსვლასთან ერთად დაეუფლა ხმის ოპერატორის პროფესიას (გაიარა ლენინგრადის კინოსარეჟისორო ინსტიტუტის ერთწლიანი კურსები), ლენინგრადშივე გაახმოვანა ფილმი "შაქირი" (ლ. ესაკია, 1932), გახდა საქართველოში პირველი პროფესიონალი ხმის ოპერატორი. 1931 წელს საქართველოში პირველმა მოაწყო ხმოვანი ფილმების საჩვენებლად კინოთეატრი "აპოლო" (მაშინდელი "ოქტომბერი"). გაახმოვანა ფილმები: "დარიკო" (ს. დოლიძე), "არსენა", "დიადი განთიადი", "ფიცი" (მ. ჭიაურელი), "ქაჯეთი", "დაგვიანებული სასიძო" (კ. მიქაბერიძე), "ქალიშვილი გაღმიდან" (ლ. ესაკია), "შავ მთებში" (ნ. შენგელაია), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი), "გაზაფხული საკენში" (ნ. სანიშვილ;ი), "ორი ოკიანის საიდუმლოება" (კ. პიპინაშვილი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (ლ. ხოტივარი); ანიმაციური ფილმები: "გაიძვერა", "სამი მეგობარი", "მამაცი მთასვლელები", "ფრთოსანი მეგობრები" (ვ. მუჯირი), "ნაზიკო" (შ. გედევანიშვილი), "მზეჭაბუკი" (თ. მიქაძე), "ნიკო და ნიკორა" (ა. ხინთიბიძე), "ხელმარჯვე ოსტატი" (ვ. ბახტაძე); რამდენიმე ათეული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი, მათ შორის: "განახლებული მიწა", "ქართული ჩაი" (დ. აბაშიძე), "აფხაზეთში", "ქართველები ირანში", "კავალერისტები" (ი. კანდელაკი), "მცხეთის სიძველენი" (შ. ჩაგუნავა), "ხრამჰესის მშენებლობა" (ა. ჯალიაშვილი), "უშბა" (ვ. ვალიშვილი), "ლელო", "სპორტის ნაციონალური სახეობები" (შ. ხომერიკი), "ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე) და სხვ. 1957 წლიდან საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის ბრძანებით "ლენფილმში" გადაიყვანეს. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 118
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |