Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერაპიონ საბაშვილი![]()
BiographyXV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი, "შაჰნამეს" ძირითადი ნაწილის "როსტომიანის" გამლექსავი. მასზე ცნობები დაცულია როგორც თვით "შაჰნამეს" ქართულ ვერსიებში, ისე ფეშანგის "შაჰნავაზიანსა" და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის "ომანიანში". წარმოშობით გრემისხევის (მთიულეთი) ბერი ყოფილა, იხსენიება კედელაურადაც. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეფე კონსტანტინე II-ისა (1478-1505) და მისი ძის ბაგრატ მუხრანბატონის (1512-1539) კარზე. უკვე ხანშიშესულს დაუწყია "როსტომიანის" ლექსად გაწყობა. საფუძვლად ჰქონია ქართული პროზაული ვერსია, რომლის დეფექტურობის გამო გამოუყენებია სპარსული ტექსტიც. "როსტომიანის" მთელი რიგი ადგილები მოწმობს მის მხატვრულ ოსტატობას. თარგმნა დაახლოებით 4000 სტროფი - ზაალის დაბადებიდან ლო რასპის ციკლამდე. სპარსულიდან მომდინარე პოეტურ ხერხებთან ერთად მან უხვად ისარგებლა რუსთაველის პოეტიკით. მან დიდი გავლენ მოახდინა ე.წ. "აღორძინების ხანის" ქართულ მწერლობაზე, როგორც ამ ეპოქის ერთ-ერთმა პირველმა და მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.547
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |