Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია გიგოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მინსკი, ბელორუსია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1980 წელს. არის ავტორი ნამუშევრებისა: "სიბრძნე ბალაჰვარისა" (წიგნის გაფორმება, 1980), " ტრადიციების აღორძინება" (1984), "წელიწადის დროები", ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისათვის (ოფორტები, 1983); სერიგრაფია "მთიულური მოტივები" (1986); სერია "ეკლესიასტე" (1992-1993); "სოლომონ მეფე", "ქებათა ქება" (1992-1994) და სხვა. შექმნა კოსტუმების დიზაინი ფილმისთვის "მაცგი" (1986). გამართული აქვს გამოფენები: თბილისში (1984); City Hall (ჰამბურგი, 1991); Saar Galery "Marline Hanstain Galery" (საარბრიუკენი, 1993); European Akademy (ობერჰაუზენი, 1993); "Dagstul Palace" (საარლანდი); Merwede Hospital (დორტრეხტი, ჰოლანდია, 1996), "Galerie de Dreutenhof" Orvelte (ჰოლანდია, 1996), Corcoran International Art Institute (ვაშინგტონი, 1996), გალერეა "ორიენტი" (ნ. ფერაძესთან ერთად, 1997), "ქარვასლა" (1998). მისი ნამუშევრები დაცულია: მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფონდში (მოსკოვი), "ექსპრეს-ავანგარდის" გალერეაში (მოსკოვი), ნოვოსიბირსკის "ხელოვნების მუზეუმში", აშშ კერძო კოლექციაში. მონაწილეობდა კავკასიის რესპუბლიკების I ბიენალეში (ოქროს მედალი, 1986); მოსკოვის დაზგური გრაფიკის I საერთაშორისო გამოფენაში (I პრემია, 1987); "ამერიკული გრაფიკის ცენტრში" (მოსკოვი, 1989-1997); Franc Masered Centre" - ში (ბელგია, 1994, 1996). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.122; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 247-248 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |