The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ჟვანია

შოთა ჟვანია
Date of birth:5 February, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ.

დაამთავრა ქ. ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წელს კი იმავე სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1989 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" ქ. სოხუმის სამშენებლო -სარემონტო სამმართველოს უფროსად, სადაც მუშაობდა 1984 წლამდე; 1984 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხებში; 1988-1989წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "აფხაზმშენის" N3 სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1990-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "მოსაგროპრომმშენის" ვიცე-პრეზიდენტად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და უწყებრივი სიგელები; დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (1991).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483


Share: