შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრისტან მახაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომეწარი, მაღაროსკარის თემი, დუშეთის მუნიციპალიტეტი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, "მესტვირეობის ტრადიცია ფშავში" გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ "ცისკრის" მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი (1977-1978), ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი (1985-2003), ფოლკლორისტიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი (2003-2206), ასოცირებული პროფესორი (2006-2009), მოწვეული პედაგოგი (2009-2012), 2012-2017 თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (2012-2017). მონაწილეობდა სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში: "ქართულ-ჩრდილოკავკასიური ფოლკლორული ურთიერთობები: XIX-XX საუკუნის წყაროები და თანამედროვე ნარატივები" (დამფინანსებელი რუსთაველის ფონდი, 2014-2017), "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტები" (დამფინანსებელი რუსთაველის ფონდი, 2009). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 216; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.622 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |