Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტრისტან მახაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომეწარი, მაღაროსკარის თემი, დუშეთის მუნიციპალიტეტი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, "მესტვირეობის ტრადიცია ფშავში" გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ "ცისკრის" მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი (1977-1978), ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი (1985-2003), ფოლკლორისტიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი (2003-2206), ასოცირებული პროფესორი (2006-2009), მოწვეული პედაგოგი (2009-2012), 2012-2017 თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (2012-2017). მონაწილეობდა სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში: "ქართულ-ჩრდილოკავკასიური ფოლკლორული ურთიერთობები: XIX-XX საუკუნის წყაროები და თანამედროვე ნარატივები" (დამფინანსებელი რუსთაველის ფონდი, 2014-2017), "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტები" (დამფინანსებელი რუსთაველის ფონდი, 2009). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 216; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.622 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |