შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ჟუკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს. 1933-1935წწ. და 1941-1945წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქსახპროექტის" უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, VII არქიტექტურული სახელოსნოს უფროსის მოადგილე, პროექტის მთავარი არქიტექტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საზაფხულო კინოთეატრები (ვერისა და კომუნარების პარკებში), საცხოვრებელი სახლები თბილისის სხვადასხვა უბნებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სატყეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს, ადგილმრეწველობის, "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს თანამშრომლებისათვის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს აგარაკი წყნეთში, N1 ინტერნატი (300 ბავშვზე) წერეთლის პროსპექტზე, 60-ადგილიანი ბავშვთა საავადმყოფო ნაძალადევის რაიონში, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი 600 ადგილზე (რეკონსტრუქცია), თოჯინების თეატრი 150 ადგილზე; არის სხვადასხვა კონკურსების მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.487 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |