Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ რურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1992 წელს. 1979-1988წწ. მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, ჯერ უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ სალიანდაგო დისტანციის უფროსად და სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1982 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2002-2006წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რკინიგზების მშენებლობის კათედრის გამგის მოადგილე; 2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რკინიგზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2008-2009წწ. შპს "ტექნოკომპარკის" აღმასრულებელ დირექტორად; 2009-2012წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი იყო; 2011-2013წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში; 2006-2009წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. სრული პროფესორი; 2006-2007წწ. მისი პროექტით და ზედამხედველობით განხორციელდა თბილისის ფუნიკულიორის სალიანდაგო ნაწილის რეაბილიტაცია; 2004 წლიდან ეწევა რკინიგზის სალიანდაგო ნაწილის საექსპერტო საქმიანობას; არის 80 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 სახელმძღვანელოს ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.493 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |