Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ საკანდელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი), საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრის დოცენტად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, ფონიჭალის საშენი მასალების კომბინატისა და ლილოს რკინაბეტონის ნაკეთობების ქარხნის დირექტორი; მისი თაოსნობით ლილოს ქარხანასთან აშენდა სუპერპლასტიფიკატორების საამქრო, რომელმაც პირველად, ყოფილ სსრ კავშირში, გამოუშვა ბეტონების უნიკალური ქიმიური დანამატი; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში 500 და უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონების, აგრეთვე, "კმ-30", "სპკს-1", "სპკს-2" და "მსპ-20" მარკების სუპერპლასტიფიკატორების თეორიულ კვლევებსა და წარმოებაში დანერგვას; არის 8 გამოგონების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქუთაისის №73 საარჩევნო ოლქი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). კალათბურთელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.496; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.302 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |