The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელი (არქიმანდრიტი)

მიქაელი
Legal name:რომან კასრაძე
Date of birth:12 September, 1927
Date of death:10 September, 2015  (at 87 years)
Burial location:შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

1980 წლიდან იყო ეკლესიის მრევლი. 1983 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1985 წლის 15 თებერვალს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლელმა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამიშვილმა) დიაკვნად აკურთხა და სახელად რომანოზი უწოდა. 1986 წლის 7 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და ცხინვალის ზღუდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1990 წლის 13 მაისს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია აკურთხა, მის წინამძღვრად მამა რომანოზი დაადგინა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 1990 წლის დეკემბერში რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1993 წლის 21 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) ჯუმათის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად მიქაელი უწოდა. ამავე დღეს იღუმენის წოდება მიენიჭა და აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1995 წლის ნოემბრიდან რუსთავის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1996 წლის 24 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურიც იყო.

წყარო: ვიკიპედია-თავისუფალი ენციკლოპედია:  ok.ru/mxolodqart


Share: