| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოთმცოდნეობის ფაკულტეტი 1995 წელს; 2007-2008 წწ. ქ. თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი რეკვალიფიკაციის ფაკულტეტის სრული კურსი, იურისპრუდენციის სპეციალობა, იურისტის კვალიფიკაცია; 2018-2021 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორი. 1988-1992წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერ-გეოლოგი; 1999-2006წწ. ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე; "მოდის, დიზაინისა და მართვის ინსტიტუტის" პედაგოგი (2005); 2001 წელს მონაწილეობდა კარლ დუისბურგის სახელობის ორგანიზაციის სასწავლო პროცესში; 2006 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეა; 2021 წლიდან პროფესიული კოლეჯის "მერმისის" პედაგოგი; აქვს რამდენიმე სერტიფიკატი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო მენეჯერების აკადემიის; პროექტებში - "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ" - მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სტიპენდიით; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ჟურნალებში: "დემოკრატიული რეფორმა დემოკრატიულ სახელმწიფოში" (განათლება = Ganatleba : ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.-თბილისი, 2021.-N2(33).-გვ.253-255), "საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნების მართვა გერმანიაში, ზაარბრუკენის მაგალითზე" (ხელისუფლება და საზოგადოება = Authoriti and society = Bласть и общество : ისტორია, თეორია, პრაქტიკა : ღია დიპლომატიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის კათედრა.-თბილისი, 2019.-N 3(51).-გვ.26-35), "საჯარო სამსახური მოკლე ისტორიული რაკურსი და ახალი კანონის მნიშვნელოვანი ასპექტი" (ხელისუფლება და საზოგადოება = Authoriti and society = Bласть и общество : სამეცნიერო ჟურნალი : ისტორია, თეორია, პრაქტიკა : ღია დიპლომატიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის კათედრა.-თბილისი, 2019.-N1(49), ტომი II.-გვ.49-62). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

