The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე დგებუაძე

Date of birth:23 September, 1965  (60 years)
Category:Engineer, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოთმცოდნეობის ფაკულტეტი 1995 წელს; 2007-2008 წწ. ქ. თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი რეკვალიფიკაციის ფაკულტეტის სრული კურსი, იურისპრუდენციის სპეციალობა, იურისტის კვალიფიკაცია; 2018-2021 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორი.

1988-1992წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინერ-გეოლოგი; 1999-2006წწ. ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე; "მოდის, დიზაინისა და მართვის ინსტიტუტის" პედაგოგი (2005); 2001 წელს მონაწილეობდა კარლ დუისბურგის სახელობის ორგანიზაციის სასწავლო პროცესში; 2006 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეა; 2021 წლიდან პროფესიული კოლეჯის "მერმისის" პედაგოგი; აქვს რამდენიმე სერტიფიკატი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო მენეჯერების აკადემიის; პროექტებში - "საჯარო მოხელე კორუფციის წინააღმდეგ" -  მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სტიპენდიით; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ჟურნალებში: "დემოკრატიული რეფორმა დემოკრატიულ სახელმწიფოში" (განათლება = Ganatleba : ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.-თბილისი, 2021.-N2(33).-გვ.253-255), "საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნების მართვა გერმანიაში, ზაარბრუკენის მაგალითზე" (ხელისუფლება და საზოგადოება = Authoriti and society = Bласть и общество : ისტორია, თეორია, პრაქტიკა : ღია დიპლომატიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის კათედრა.-თბილისი, 2019.-N 3(51).-გვ.26-35), "საჯარო სამსახური მოკლე ისტორიული რაკურსი და ახალი კანონის მნიშვნელოვანი ასპექტი" (ხელისუფლება და საზოგადოება = Authoriti and society = Bласть и общество : სამეცნიერო ჟურნალი : ისტორია, თეორია, პრაქტიკა : ღია დიპლომატიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის კათედრა.-თბილისი, 2019.-N1(49), ტომი II.-გვ.49-62).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.113

Member of Organizations

  • ბერლინის ქართული საზოგადოება, წევრი (1992-)
  • ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოება, თავმჯდომარე (2004-)

Share: