Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ სანთელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის "რემმშენკანტორის" ინჟინრად; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; 1941-1945წწ. მსახურობდა წითელი არმიის რიგებში, ლენინგრადის ფრონტზე ხელმძღვანელობდა საინჟინრო სამსახურს; 1946 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1952-1954წწ. იყო შავი ზღვის ფლოტის უფროსი ოფიცერი ქ. სევასტოპოლში; 1954 წლიდან ისევ "თბილქალაქპროექტის" მთავარი არქიტექტორია; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საქართველოს საგეგმო კომიტეტის საცხოვრებელი სახლი მლეთისა და კობის ქუჩების გადაკვეთაზე, დახურული საცურაო აუზი ვაკეში, ორდარბაზიანი კინოთეატრი "საქართველო" ავჭალის გზატკეცილზე, ჩოგბურთის დახურული კორტები მარჯანიშვილის ქუჩაზე, 108-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ოქტომბრის ქუჩაზე და სხვა; იყო 50 რეალიზებული პროექტის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები სამამულო ომში მონაწილეობისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |