Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ სანიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1963-1964წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში" ბეტონის სამუშაოების ლაბორანტად; 1964-1965წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" მშენებელ ოსტატად; 1965-1982წწ. იყო იმავე სამინისტროს ცენტრალურ-ნორმატიული საკვლევი ორგანიზაციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; ასევე, დირექტორი; 1982-1986წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "თბილწყალკანალის" უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1986-1991წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მთავარ ინჟინრად; 1991-1995წწ. სს "ტრესტ N13"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 1995-1999წწ. სამშენებლო ფირმა "ლომბადას" მთავარ მშენებლად; 1999-2010წწ. იყო შპს "კურორტმშენის" დირექტორი; 2010 წლიდან სათავეში ჩაუდგა შპს "კურორტპროექტს"; ხელმძღვანელობდა არაერთი მსხვილი საკურორტო და ტურისტული ობიექტის, მათ შორის, ცხრასართულიანი სასტუმრო "ბახტრიონის" კომპლექსის მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |