The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი
Date of birth:1844
Date of death:1910  (at 66 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც დაეუფლა არქიტექტორთა და მშენებელ ინჟინერთა პირველი გაერთიანების სასწავლო პროგრამას 1867 წელს, ხოლო მოგვიანებით კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში.

1880 წელს ხელმძღვანელობდა XVI საუკუნის კოშკებიანი გალავნით გარსშემოზღუდული კრემლის სარეკონსტრუქციო-აღდგენით სამუშაოებს ქ. ყაზანის ცენტრში; 1879-1992წწ. მონაწილეობდა სანკტ-პეტერბურგის ახალი უბნების განაშენიანებაში ქალაქის სპეციფიკური განლაგების გათვალისწინებით; აშენებდა საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს, ასევე ხიდებს; 1892-1995წწ. მოღვაწეობდა საქართველოში, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის ლიკანის სასახლის მშენებლობის დროს; იყო სამშენებლო კონსტრუქციების ათვისება-დანერგვის ერთ-ერთი პიონერი რუსეთის მასშტაბით; უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა სამშენებლო საქმის განვითარებაში; მოსკოვის პოლიტექნიკურ მუზეუმში ექსპონირებულია ხიდის მაკეტი წარწერით: "Инжинер Д. М. Сараджев" (სარაჯიშვილი).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.503-504


Share: