The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა სონღულაშვილი

ბიძინა სონღულაშვილი
Date of birth:11 May, 1952  (72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძირკოკი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო საინჟინრო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალუბით 1977 წელს.

1977-1979წწ. მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე კათედრის ასისტენტად; შემდეგ წლებში მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ ორგანოებში; 1979-1990წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენის" კომკავშირის ბიუროსა და პარტიული კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონული კომიტეტის მდივანი; 1990-1995წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე სამოქალაქო მშენებლობისა და საკადრო-სოციალურ საკითხებში; 1996-1997წწ. გურჯაანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1997-2000წწ. სახელმწიფო საწარმო "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორი; 2000-2003წწ. იყო პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში; 2004-2005წწ. შპს "საინჟინრო-სამშენებლო ჯგუფის" უფროსი; 2008-2009წწ. სამშენებლო კომპანია შპს "აზიმუტის" ვიცე-პრეზიდენტი; 2010-2011წწ. შპს "სონნეტ კონსტრაქშენის" პრეზიდენტი; 2008 წლიდან არის შპს "ედრესის" მრჩეველი; 2012 წლიდან შპს "უნიკუმის" დირექტორი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროპოლიტენის ხაზის ღია მეთოდით მშენებლობას, ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის მშენებარე საბურთალოს ხაზის მონაკვეთის (1,1 კმ სიგრძით) და სადგურ "ვაჟა-ფშაველას" ექსპლუატაციაში გაშვებას (2003); გაერთიანება "თბილმეტრომშენის" ფილიალის მეშვეობით, განახორციელა მოსკოვის მეტროსადგურ "ოხოტნი რიადისა" და უნიკალური მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრ "მანეჟის მოედნის" მიწისქვეშა სივრცესთან მიერთება, ასევე, ეკატერინბურგის მეტროპოლიტენის სადგურების მშენებლობა; აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებაში; მონაწილეობდა მეტროსადგურების "ვაგზლის მოედნის", "წერეთლის", "პოლიტექნიკური ინსტიტუტის", "დელისის", "სამედიცინო ინსტიტუტის", "ღრმაღელეს", "გურამიშვილის", "ახმეტელის თეატრის","ვარკეთილის" საექსპლუატაციოდ გადაცემაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.515-516; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.89

Awards and Honors

  • 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Share: