Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სტეფნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი, რველი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში" საძიებო ჯგუფისა და პარტიის ხელმძღვანელად, ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1969-1971წწ. მივლინებული იყო კუბის რესპუბლიკაში საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1972-1976წწ. საგზაო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1976-1978წწ. ავღანეთში, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1978 წელს საგზაო განყოფილების უფროსად; 1978-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტის" დირექტორის მოადგილედ; იყო საქართველოში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთში, იემენსა და კუბის რესპუბლიკებში განხორციელებული არაერთი რთული საგზაო-სამშენებლო პროექტის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.518 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |