Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შიოლა ღუდუშაური![]()
Biographyშიოლა ღუდუშაური - (დაახლ. VII საუკუნე) ყოფილა მფლობელი (მთაში სხვა ბატონი არ ყოფილა) ღუდუშაურთა ხეობისა (დღევანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სნოს ხეობა), რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას "მეფიანთ ქალს" ეძახდნენ. შიოლაზე ბევრი ბალადა და პროზაული ნაწარმოებებია შექმნილი, ერთ-ერთი გამორჩეულია გურამ დოჩანაშვილის "აჩხოტელების ბატონი". წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |