Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიტალი სულამანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი, ელექტრომანქანების სპეციალობით 1961 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქჰიპროშახტში", უმცროსი ინჟინრის თანამდებობაზე, საბაგირო გზების განყოფილებაში; 1962 წლიდან მუშაობდა გაერთიანება "სოფელექტროს" საპროექტო ინსტიტუტის ელექტროგანყოფილების მშენებელი ინჟინრის თანამდებობაზე; 1964 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ჰიდროტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1965 წელს გადაყვანილ იქნა "საქენერგოს" ჰიდროტექნიკურ სამსახურში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1969 წლიდან მუშაობდა "საქენერგოს" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში კახეთის რეგიონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1971 წელს დაინიშნა "საქმთავარენერგოს" სამშენებლო-სარემონტო ტრესტის გურჯაანის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1976 წელს - "საქმთავარენერგოს" სამშენებლო-სარემონტო ტრესტის სამგორის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 1971-1989წწ. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, "თბილსრესისა" და "ელქსელების" ობიექტებზე, აშენდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლები ქ. თბილსში (ვაშლიჯვარის, ვარკეთილის, ნავთლუღის ქ/ს-ის ტერიტორია), ხუთსართულიანი სახლები და საწარმოო ბაზები ქ. თელავში, ქ. გურჯაანში, ქ. წითელწყაროში, ქ. მარნეულსა და ქ. გარდაბანში; რკინაბეტონის ქარხანა სოფ. ვაზიანში; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა "საქმთავარენერგოს" მცირე ჰესების სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს; 1996 წლიდან მუშაობდა ამ სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბებული სს "ჰიდრორემმშენის" დირექტორის თანამდებობაზე; 2003 წლიდან ხელმძღვანელობს "სამომავლო ენერგეტიკული განვითარების კოოპერაციას"; 2003-2014წწ. იყო საპროექტო ორგანიზაცია შპს "საქენერგოპროექტის" დირექტორი; 2003-2010წწ. საქართველოს საელექტრო სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მონაწილეობდა 35-220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა/რეკონსტრუქციის სამუშაოებში; მონაწილეობდა "დედაენის" ძეგლისა და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.518-519; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.235 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |