Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ სუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს; ქ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის საკვალიფიკაციო კურსები (ქალაქგეგმარების განხრით). 1965-1967წწ. მუშაობდა მოლდავეთის სსრ-ში სამშენებლო უბნის უფროსად; 1967-1985წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" (შემდეგ "კურორტმშენის") N2 სამშენებლო სამმართველოში უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1985-1992წწ. იყო ქ. გაგრის მთავარი არქიტექტორი; 1995-2009წწ. მუშაობდა სს "N13 ტრესტის" მთავარ ინჟინრად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ გაგრის კომპლექსური განაშენიანების საქმეში, სამოქალაქო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების და დაბა ბიჭვინთის მსხვილი საკურორტო კომპლექსების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა მაღლივი (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.520
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |