Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედუარდ ტიმჩენკო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი არქიტექტურის სპეციალობით 1947 წელს; მოგვიანებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. 1947-1992წწ. შრომითი საქმოანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტში; მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N3 მოპირკეთების სამმართველოში; გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან მოპირკეთების სამმართველოს უფროსამდე; 1993 წელს სათავეში ჩაუდგა სამშენებლო ფირმა "მომპირკეთებელს" (ქ. მოსკოვში), რომელიც ელიტურ მშენებლობებზე ასრულებს მოპირკეთების სამუშაოებს; მისი მონაწილეობით აშენებულ ობიექტებს შორისაა: საცხოვრებელი სახლები მარჯანიშვილის მოედანზე, "მთავართბილმშენის" ადმინისტრაციული შენობა წერეთლის გამზირზე, საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, "დიმანოს" დიღმის საფეხბურთო ბაზა, თბილისის ძველი აეროპორტი, სასტუმრო "საქართველო", თბილისის სპორტის სასახლე, ტელეცენტრის შენობა, "ლოკომოტივის" სტადიონი, ფუნიკულორის შენობა (რეკონსტრუქცია). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.526
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |