Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1939 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა კავკასიის ფრონტის თავდაცვითი და საფორტიფიკაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში; ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამხედრო ობიექტების, მათ შორის, სამხედრო აეროპორტების (გუდაუთაში, სენაკსა და ქუთაისში) მშენებლობას; თადარიგში გასვლის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში კაპმშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილედ (1959 წლიდან) და საპროექტო-საძიებო განყოფილების გამგედ (1971 წლიდან); წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ტექნიკუმში; იყო სამშენებლო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი; ჰქონდა სამხედრო, სამოქალაქო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.536 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |