Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ფანცულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბირცხა, სოხუმის რაიონი. დაამთავრა როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის ქ. სოხუმის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1979წწ. იყო საქართველოს სამშენებლო ბანკის აფხაზეთის ასსრ ფილიალის ("აფხაზმშენბანკის") ტექნიკური განყოფილების უფროსი, ბანკის მმართველი; 1979-1984წწ. მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" სამრეწველო განყოფილების უფროსად; 1984-1986წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1986-1993წწ. სოხუმის სახლმშენებელი კომბინატის უფროსი; 1993-2001წწ. აფხაზეთის ასსრ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განყოფილების გამგე; 2001 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.542
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |