Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ფარცხალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1993 წელს. 1993 წლიდან სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში; ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სტუ-ში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ლითონის კონსტრუქციების კათედრაზე; მონაწილეობდა კათედრის მიერ განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო სამუშაოებში; 2001 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა დოცენტის აკადემიურ თანამდებობაზე; 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე; 2006 წელს არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანად; 2012 წელს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანია; არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; 2009 წელს მის მიერ დაპროექტებული იქნა მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში; 2004-2008წწ. არის ამერიკის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მიერ გამოცხადებულ საგრანტო თემების კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერთა ჯგუფის წევრი; ტემპუსის პროექტის - "ENGITEC"-ის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა "უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაციას საქართველოში, ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ" იმყოფებოდა იტალიაში ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - POLITO (2013) და შვედეთში, სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - KTH (2014). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი ტიპის წინასწარ დაძაბული წამწის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა", დაიცვა 2001 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.544-545 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |