The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ფაღავა

შოთა ფაღავა
Date of birth:23 June, 1934  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1951 წელს; ლენინგრადის საზღვაო საინჟინრო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1959 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში უფროს ინჟინრად; 1961-1974წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ნოვოროსიისკმორსტროის" მცურავ სამშენებლო რაზმში - სამუშათა მწარმოებლად, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1973-1974წწ. მივლინებით მუშაობდა საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად, ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ომით დანგრეული ნავსადგურების აღდგენაზე; 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს სანაოსნოში, ნავსადგურების სამსახურების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1975-1981წწ. გადაყვანილ იქნა ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად, 1980-1981წწ. მივლინებით მუშაობდა ქ. მოსკოვში საქართველოდან მივლინებული სპეციალისტების ხელმძღვანელად ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე; 1981-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვაში" მცურავი რაზმის ხელმძღვანელად. არის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ვრცხლის მედლის მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.546

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: