შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტები 1967 წელს, ასპირანტურა 1972 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა, როგორც თეატრისა და კინოს მხატვარი. სპექტაკლებისა და ფილმების გაფორმებისთვის იგი არაერთ ფესტივალზე დაჯილდოვდა. მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, კინო, თეატრი, წიგნის გრაფიკა. მოღვაწეობის პერიოდში აქვს გამართული მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პერსონალური გამოფენები: გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2010); საქართველოს საელჩო ლონდონში, დიდი ბრიტანეთი (2009); ბადრაპენაუ, გერმანია (2008); გალერეა "კოპალა", თბილისი, საქართველო (2007); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (2002); გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2001); გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2000); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1997); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; (1997); პარიზი, საფრანგეთი (1995); მოსკოვის ლიტერატორთა სახლი, რუსეთი (1990); მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო (1988); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1988); მოსკოვის ლიტერატორთა სახლი, რუსეთი (1976). ძირითადი ჯგუფური გამოფენები: "ტროტუარების მემუარები", გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2010); ავანგარდისტთა გამოფენა, გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2005); თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო (2004); საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (2002); გალერეა "უნივერსი", თბილისი, საქართველო (2002); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1999); "Moscow Riding-Hall", მოსკოვი, რუსეთი (1998); თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე იუნესკოს ეგიდით, თბილისი, საქართველო (1996); გამოფენა-გაყიდვა, Drouot Richelieu, maison de vente, პარიზი, საფრანგეთი (1995); "Brock Gallery", ბარსელონა, ესპანეთი (1991); გამოფენა-გაყიდვა, კინოს სახლი, თბილისი, საქართველო (1991); დუსელდორფი, გერმანია (1989); მონრეალი, კანადა (1998); საგნობრივი ხელოვნების გამოფენა, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო (1989). მხატვარ დავით კაკაბაძის შვილი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.233; artinfo.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |