The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირ კაკაბაძე

ამირ კაკაბაძე
Legal name:ამირან კაკაბაძე
Date of birth:26 September, 1941
Date of death:23 March, 2015  (at 73 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტები 1967 წელს, ასპირანტურა 1972 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა, როგორც თეატრისა და კინოს მხატვარი. სპექტაკლებისა და ფილმების გაფორმებისთვის იგი არაერთ ფესტივალზე დაჯილდოვდა. მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, კინო, თეატრი, წიგნის გრაფიკა. მოღვაწეობის პერიოდში აქვს გამართული მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენაროგორც საქართველოშიასევე მის ფარგლებს გარეთ. პერსონალური გამოფენები: გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2010); საქართველოს საელჩო ლონდონში, დიდი ბრიტანეთი (2009); ბადრაპენაუ, გერმანია (2008); გალერეა "კოპალა", თბილისი, საქართველო (2007); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (2002); გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2001); გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2000); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1997); საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; (1997); პარიზი, საფრანგეთი (1995); მოსკოვის ლიტერატორთა სახლი, რუსეთი (1990); მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო (1988); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1988); მოსკოვის ლიტერატორთა სახლი, რუსეთი (1976).  ძირითადი ჯგუფური გამოფენები: "ტროტუარების მემუარები", გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2010); ავანგარდისტთა გამოფენა, გალერეა "ვერნისაჟი", თბილისი, საქართველო (2005); თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო (2004); საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (2002); გალერეა "უნივერსი", თბილისი, საქართველო (2002); ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი (1999); "Moscow Riding-Hall", მოსკოვი, რუსეთი (1998); თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე იუნესკოს ეგიდით, თბილისი, საქართველო (1996); გამოფენა-გაყიდვა, Drouot Richelieu, maison de vente, პარიზი, საფრანგეთი (1995); "Brock Gallery", ბარსელონა, ესპანეთი (1991); გამოფენა-გაყიდვა, კინოს სახლი, თბილისი, საქართველო (1991); დუსელდორფი, გერმანია (1989); მონრეალი, კანადა (1998); საგნობრივი ხელოვნების გამოფენა, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო (1989). მხატვარ დავით კაკაბაძის შვილი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.233; artinfo.ge

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: