Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ხაზარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1956-1966 წლებში იყო თსუ-ს ალპური სექციის თავმჯდომარე. 1957 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (დარვაზის ქედი). იყო სსრკ ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის (1960, 1975, 1977) და ორგზის ბრინჯაოს (1969, 1973) მედლის პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. გარდა სპორტისა, ოთარ ხაზარაძე დაკავებული იყო სამეცნიერო სამუშაოთი. 1955-1966 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო-კვლევითი ელექტროტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის განყოფილების გამგე (1966-1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ხელსაწყოთმშენებლობის სპეცილური საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების გამგე (1974-1990), დირექტორი (1990-2006). მრავალი ალპინიადისა და საკვალიფიკაციო ექსპედიციების ორგანიზატორი. ალპინისტი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |