შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სააკაძე![]()
ბიოგრაფიადავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვში. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-განათლება და აღზრდა მოსკოვში მიიღო. 1803 წლის 7 მარტს დავითი დაინიშნა თბილისის კომენდანტად. შეცვალა თბილისის კომენდანტი ჩერნოვი (კოვალენსკის დიშვილი). ამ პოსტზე იგი 1805 წლის აპრილამდე იყო. აპრილში იხსენიება როგორც ყოფილი კომენდანტი. ამ დროისთვის მას აქვს პოდპოლკოვნიკის ჩინი, თბილისის კომენდანტი კი არის კომნენო. არქივში (ფ.226 საქმე 6722) დაცულია დავით სააკაძის წერილი, რომლითაც კომენდანტი სააკაძე ნებას რთავს ზაზა ბარათაშვილს, დაასაფლაოს ცოლი თბილისის სიონში. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |