შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ქაცარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესელიძე, გაგრის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1970 წელს. 1970 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1973წწ სპეციალობით მუშაობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროსაც; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" N5 სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1984-1992წწ. იყო ქ. გაგრის თბომეურნეობის დირექტორი; 1993-2006წწ. მუშაობდა ინდმეწარმედ თავისი სპეციალობით; 2007 წლიდან არის შპს "დიუთი ფრი ალიანსის" მთავარი სპეციალისტი; საინჟინრო ზედამხედველობას უწევს დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციას; აქტიურად მონაწილეობდა ქ. გაგრის ზონის საკურორტო, საბინაო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია 500-ადგილიანი დასასვენებელ სახლ "მზიურის" კომპლექსის მშენებლობაში მონაწილეობისთვის (ქ. გაგრის ზონაში). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.559-560
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |