The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ქაცარავა

თენგიზ ქაცარავა
Date of birth:22 May, 1947  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესელიძე, გაგრის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1970 წელს.

1970 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1973წწ სპეციალობით მუშაობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროსაც; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" N5 სპეცსამუშაოების სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1984-1992წწ. იყო ქ. გაგრის თბომეურნეობის დირექტორი; 1993-2006წწ. მუშაობდა ინდმეწარმედ თავისი სპეციალობით; 2007 წლიდან არის შპს "დიუთი ფრი ალიანსის" მთავარი სპეციალისტი; საინჟინრო ზედამხედველობას უწევს დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციას; აქტიურად მონაწილეობდა ქ. გაგრის ზონის საკურორტო, საბინაო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია 500-ადგილიანი დასასვენებელ სახლ "მზიურის" კომპლექსის მშენებლობაში მონაწილეობისთვის (ქ. გაგრის ზონაში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.559-560


Share: