Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ქედიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949-1952წწ. მუშაობდა რიგი ობიექტების მშენებლობაზე ოსტატად, ცვლის უფროსად, უბნის უფროსად; 1952-1954წწ. საპროექტო ჯგუფის უფროს ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენის" სამმართველოში ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსად; 1959-1975წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, გამგე; 1976-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; წლების განმავლობაში კურირებდა მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებს; აქტიურად იყო ჩართული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.563-564
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |