The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ქვარაია

ირაკლი ქვარაია
Date of birth:17 January, 1954  (71 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს; სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" ასპირანტურა.

მუშაობდა მშენებელ ოსტატად, ინჟინერ-კონსტრუქტორად, სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" მეცნიერ-თანამშრომლად.

1983-1985წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") სამშენებლო ინდუსტრიის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1985-1990წწ. საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებების ინსტრუქტორი; 1990-1992წწ. იყო სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალების" სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-საწარმოო და სამშენებლო-კომერციული ასოციაცია "ბარის" პრეზიდენტი; 1992 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის დოცენტია; პროფესიული საქმიანობის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; საქართველოს მასშტაბით კურირებდა საბინაო და კულტურულ-სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.566-567

Bibliography


Share: