Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეონიდე ქვარცხავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების სატრანსპორტო მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავსახტრანსპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად და უფროსის მოადგილედ; 1973-1992წწ. - ინსტიტუტის დირექტორად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დაპროექტდა და აშენდა "კრასნოდარ-ტუაფსეს", "ბატაისკ-სტარომინსკაიას", "იჯევან-რაზდანის", "მარაბდა-ახალქალაქის", "ევლახ-ბელაქანის", "ზუგდიდ-ჯვარის" ელექტროფიცირებული ახალი სარკინიგზო ხაზები; მეორე ლიანდაგები სურამის უღელტეხილსა და "თბილისი-სამტრედიის" უბნებზე; შესრულდა კავკასიის სარკინიგზო ხაზების, სადგურებისა და კვანძების ელექტროფიკაცია-მოდერნიზაციის ურთულესი პროექტები, ასევე - მეწყერსაწინააღმდეგო და ნაპირგამაგრებითი პროექტები (შავი ზღვის სანაპიროსა და "ტუაფსე-ადლერისა" და "ადლერ-ბათუმის" უბნებზე); დიდი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის მეტროპოლიტენის მთელი კომპლექსის დაპროექტებაში. არის ტრანსპორტის საპატიო მშენებელი, დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.567-568 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |