The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ქვლივიძე

გელა ქვლივიძე
Date of birth:28 December, 1940  (84 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1964-1967წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1967-1979წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნისა და სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1979-1989წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის N11 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე;  1990-1996წწ. საქმიანობდა კერძო სექტორში; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1996 წლიდან ქართულ-გერმანული საპროექტო-სამშენებლო ფირმა შპს "ბეთბის" დირექტორი. მონაწილეობდა მრავალი შენობა-ნაგებობის დაპროექტება-მშენებლობაში.    

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.568; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ. -2015. -გვ. 338; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.206

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტი, თანათავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალურ მეურნეობის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (1993-1995)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: