Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ქინქლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1988წწ. მუშაობდა ქ. ლანჩხუთის რაიაღმასკომის საპროექტო ჯგუფში არქიტექტორის თანამდებობაზე; 1988 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1992-1998წწ. იყო სხვადასხვა კერძო ფირმების მთავარი არქიტექტორი; 1998-2000წწ. მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო ფირმა "ერა-98"-ის პროექტის მთავარ არქიტექტორად; 2005-2013წწ. იყო შპს "არქიტრიოს" მთავარი არქიტექტორი და დამფუძნებელი; არის შპს "ამ-არტის" დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი; არის მრავალი განხორციელებული და საპროექტო წინადადებისა და ესკიზის ავტორი; სხვადასხვა დროს მონაწილეობდა არქიტექტურულ კონკურსებში, კერძოდ: 1987 წელს ბათუმსა და 1990 წელს ქუთაისში "არქპროექტების საკავშირო დათვალიერება-კონკურსში", მიღებული აქვს წამახალისებელი და მესამე ხარისხის პრემია; არის 1988 წელს ბათუმში სხვადასხვა თემაზე გამოცხადებული კონკურსების პირველი და მეორე პრემიების ლაურეატი; არის 1988 წლის პირველი არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი; 1995 წელს, ბათუმის ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მიღებული აქვს წამახალისებელი პრემია; არქიტექტურის გარდა მუშაობს გრაფიკის დარგში; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში; მისი ბიოგრაფია შესულია ენციკლოპედიურ ლექსიკონში "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში". მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.568-569 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |