შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ღოღელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1967 წელს. 1968-1974წწ. მუშაობდა კავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ჰიდროპროექტის ინჟინრად; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1997 წელს არჩეულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანად და დეპარტამენტის ხელმძღვანელად; წლების განმავლობაში იყო ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სალიცენზიო კომისიის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის რეფორმების და განაწილების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი; არის რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, როგორებიცაა: საქართველოს ენერგეტიკის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ამერიკის საერთაშორისო (Sigma-XI) ასოციაციის, საერთაშორისო ეკოლოგიის, მეცნიერ ინჟინერ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის, ასევე, არის საქართველოს პარლამენტის და მეცნიერების დეპარტამენტის სოციალური კომიტეტის წევრი; 2006 წლიდან პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორია; გამოქვეყნებული აქვს 99 სამეცნიერო სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია; დაჯილდოებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1993). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.585; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |