| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ღოღელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი "ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინჟინერ-მშენებლის" კვალიფიკაციით 1967 წელს. 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის საპროექტო ინსტიტუტში "საქჰიდროწყალმეურნეობა" ინჟინრად საპროექტო განყოფილებაში; 1969-1972წწ. სწავლობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში "ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ჰიდროლოგიის" მიმართულებით; 1973 წელს პროფ. ვოინიჩ სიანოჟენსკის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1968-1974წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უმცროსი და შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1974 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის ჰიდრავლიკის კათედრის ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი დოცენტად; 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და არჩეულ იქნა ამავე კათედრის სრულ პროფესორად; 1997-2005წწ. იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი; 2002-2006წწ. სტუ-ს რეფორმების კომისიის თავმჯდომარე; 2005-2017წწ. სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროსაიჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2005-2010წწ. განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუ-ს ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს; 2006-2008წწ. საქართველოს მეციერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სალიცენზიო კომისიის წევრი; 1999-2007წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საბიუჯეტო-საატესტაციო კომისიის წევრი; 2002-2005წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული გამოცდების კომისიის წევრი; 2005-2007წწ. აშშ სათემო კოლეჯების საერთაშორისო ასოციაციის პროექტით შექმნილი ხარისხის განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელი სტუ-ში; 2006 წლიდან სტუ-ს აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 2006-2010წწ. აშშ სათემო კოლეჯების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში; 2006-2010წწ. საერთაშორისო პროექტის "ბოლონიის პრინციპების დამკვიდრება საქართველოში" მონაწილე; 2010-2015წწ. სტუ-ს პროფესიული განათლების სტანდარტებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2018წწ. სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი; 2009-2015წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის ნაციონალური ცენტრის თემატური ჯგუფის "კვალიფიკაციის სისტემა პროფესიულ განათლებაში", წევრი; 2011-2012წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის ნაციონალური ცენტრის თემატური ჯგუფის "ხარისხის მენეჯმენტი პროფესიულ განათლებაში", წევრი; 2010-2011წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიის "პროფესიული განათლების კურიკულუმის ჰარმონიზაციის" კომისიის წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის ნაციონალური ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრი; 2017-დან აშშ აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2016-2018წწ. "აიოვას უნივერსიტეტის OSHA-ს ცენტრის ტრენერთა ტრენინგის კოორდინატორი საქართველოში"; 2017-დან სტუ-ს ემერიტუს პროფესორი; 2006-2022წწ. სტუ-ს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი; 2020 წლიდან სტუ-ს გალერეა "უნივერსის" ხელმძღვანელი; 2022 წლიდან სტუ-ს სადისერტაციო საბჭოს წევრი; აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებთან; არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციური ტექნოლოგიების კომისიის წევრი; მეცნიერ ინჟინერ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის და საქართველოს მშენებელ ქალთა ასოციაციის წევრი; საქართველოს პარლამენტის და განთლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის სოციალური კომიტეტის წევრი; გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ინგლისურ და რუსულ ენოვანი მონოგრაფიები, არის სახელმძღვანელოების ავტორი; მიღებული აქვს აშშ აიოვას უნივერსიტეტის საპატიო სიგელი; არის სტუ-ს საპატიო პროფესორი და დაჯილდოვებულია მრავალი სხვა საპატიო სიგელეით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1993), პროფესორი. ფარმაცევტ დავით ღოღელიანის შვილი, ექიმ დალი ღოღელიანის და. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.585; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

