შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1980წწ. მოღვაწეობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1980 წლიდან ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია. 1985-1987წწ. გამოდიოდა "მეტეხის თეატრის" სცენაზე. მუშაობს კინოში, მთავარი და ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: "ძმა" (თ. ბაბლუანი, 1981), "სერაფიტა" (. ხონელიძე, 1981, მირიანი), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983, დავით ვეზირი), "ზღვის მაშვრალნი" (ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986, რანტენი), "ფესვები" (ყ. მგელაძე, 1987, ანრი), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987, ზორბეგი), "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988, შავდია), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989, ლომების მომთვინიერებელი), "ჩაკლული სული" (ყ. მგელაძე, 1994, სუკის თავმჯდომარე), "ატრაქციონი" (ო. შამათავა, 1995, გურამი), "ჟამი" (ზ. ილურიძე, 1996, ხეცინა) და სხვ. მონაწილეობს ტელესერიალებში. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 187; ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვებგვერდი: mozardi.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |